მიუხედევად იმისა, რომ ბაზარზე არის სხვადასხვა პრეპარატები სილიკონის ნაკერების „გაწმენდისათვის“, ყველაზე ეფექტური და გრძელვადიანი ხერხი იმისა, თუ როგორ გავაუჯობესოთ აბაზანის ესთეტიკა და თავიდან ავიცილოთ ობი არის სილიკონის მთლიანად შეცვლა. თქვენ ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, მაშინაც, როცა თქვენ არ გაქვთ სპეციალური ცოდნა და პროფესიონალური იარაღები.
სილიკონების არჩევანი
ჰერმეტიზაციისათვის სამზარეულოში და აბაზანებში საჭიროა ე.წ. სანიტარული სილიკონების გამოყენება - მაღალი მედეგობით სინესტის და ობის მიმართ. ტრადიციული თუნუქის აბაზანების, კერამიკული და ფოლადი ნიჟარების ჰერმეტიზაციისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკლებად ძვირი „მჟავე“ სილიკონი - რომლისთვისავ დამახასიათებელია ძმრის სუნი. მაგრამ თუ თქვენ გსურთ აკრილის აბაზანის, პვქ-სგან დამზადებული შხაპის კაბინის, კონგლომერატის ნიჟარის და დეკორატიული სპილენძის ფიტინგების ჰერმეტიზაცია, აბსოლუტურად საჭიროა ნეიტრალური სილიკონების ჰერმეტიკების გამოყენება.
ზედაპირის მომზადება
♦ პირველ რიგში სპეციალური ინსტრუმენტით ან ბასრი დანით (ფოტო 1) საჭიროა ობით დაფარული ნაკერის მთლიანად მოშორება. საერთოდ, ეს არ არის ძნელი - ხშირად სილიკონი უკვე ნაწილობრივ ამძვრალია ზედაპირიდან. (ფოტო 2.)
♦ თუ სილიკონი ძველი და გამაგრებულია, მისი დარბილებისათვის საჭიროა პრეპარატი SiliconeRemover-ის გამოყენება (ფოტო 3)
♦ აბაზანის ან ნიჟარის და კედელს შორის არსებული ღრეჩოდან სილიკონის ნარჩენების მოშორების შემდეგ ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მთვერისაგან, ცხიმისაგან სარეცხი საშუალების მეშვეობით (არ არის რეკომენდირებული ქიმიური პრეპარატების გამოყენება, რომლის გამოც აკრილის აბაზანის ზედაპირს შეიძლება ფერი გაუვიდეს), შემდეგ კი ზედაპირი გააშრეთ.
♦ შემდგი ნაბიჯია ღრიჭოს ნაპირების დაცვა დამცავი ლენტით, რომელიც სილიკონის წასმის და განაწილების შემდეგ დაუყონებლივ უნდა ააძროთ. (ფოტო 4.)
♦ უშუალოდ სილიკონის ღრიჭოში გამოყენებამდე შეგიძლიათ ნახევრად შეავსოთ აბაზანა წყლით. დატვირთული აბაზანა სიმძიმთ ჯდება ჩარჩოზე და ღრიჭოს სიგანე აბაზანას და კედელს შორის იზრდება. ამ პირობებში წასმული სილიკონი მომავალში არ განიცდის გახევას აბაზანის ბანაობის დროს დატვირთვის ზემოქმედებისას.
სილიკონის გამოყენება
♦ სილიკონი დაიტანება ოდნავ ჭარბი რაოდენობით სპეციალური პისტოლეტის მეშვეობით (ფოტო 5 და ფოტო 6).
♦ ნაკერის ზედაპირის მოსწორება უნდა მოხდეს ზედაპირული ფენის შექმნამდე (3-5 წუთის განმავლობაში) JointFish-ის პრეპარატში ან საპნის ან ჭურჭლის სარეცხი საშუალების ხსნარში დასველებული შპატელის მეშვეობით (ფოტო 7). ზედაპირის სილიკონით სწორი დამუშავება - პროფილირება და გასწორება - ჭუჭყისაგან და ობისაგან იცავს და უზრუნველყოფს წყლის თავისუფალ ჩამოდინებას.
♦ ნაკერის მოსწორების თანავე ფრთხილად მოაშორეთ დამცავი ლენტი და დაელოდეთ რამოდენიმე საათი სილიკონის სრულ გამაგრებამდე.
♦ საბოლოო შედეგი იქნება აუცილებლად დამაკმაყოფილებელი - იხ. ნიჟარის ჰერმეტიზაცია (ფოტო 8)