Soudal Windows System აძლევს სამფენიანი მინის პაკეტების სწორი მონტაჟის შესაძლებლობას (ე.წ. „თბილი მონტაჟი“) ანუ ფანჯრების დაყენების ადგილებში ღიობების მყარ და ეფექტურ ჰერმეტიზაციის შესაძლებლობას, რომელიც შეესაბამება საერთო პრინციპს: „უფრო ჰერმეტიული შიგნით, ვიდრე გარეთ“.
ფანჯრის ორთქლგაუმტარი ლენტების გამოყენება - ეს პოლიურეთანის ქაფის ფენის ერთად-ერთი ეფექტური დაცვის მეთოდია გარე სინესტისაგან. მხოლოდ ქაფის გამხმარ ფენას გააჩნია შესაბამისი თბოიზლოაციის და აკუსტიკური პარამეტრები.
1.ზედაპირის მომზადება
ფანჯრის ღიობი უნდა იყოს სწორი და მყარი, რომ შესაძლებელი ოყის ლენტების სწორი დადება. უსწორმასწორო ზედაპირი, მაგალითად კერმიკული (ფოტო 1) უნდა მოსწორდეს ჯერ ხსნარით, რომლსაც ქვის წყობისას იყენებენ, შემდეგ - გრუნტის ფენით (მაგალითად სწრაფი პრაიმერით DeepPrimerWBRP-21P - გაშრობის დრო დაახლოებით 20 წუთი). მოსწორებული ზედაფენა - ფოტო 2 და ფოტო 3.
2. ლენტის ჩარჩოზე მიწებება
დააწებეთ ორთქლგაუმტარი (წითელი) ლენტი ჩარჩოზე შიგნიდან (ფოტო 4) და ორთქლგაუმტარი (თეთრი) ლენტი გარედან (ფოტო 5). კუთხეებში დატოვეთ ზედმეტი ლენტი დაახლოებით 4 სმ. ე.წ. „ყური“ (ფოტო 6), დააწებეთ ლენტი ზოლად წასმული წებოთი.
3. ჩარჩოს ფანჯარასთან გათანაბრება და ჩარჩოს მექანიკური მონტაჟი ფანჯრის ღიობში
დააყენეთ ჩარჩო ღიობის საჭირო ადგილას, გაათანაბრეთ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად (ფოტო 7) და დააფიქსირეთ სოლის ან პლასტმასის კუბების მეშვეობით (ფოტო 8). მექანიკურად დაამაგრეთ ანკერებით, დუბელებით, კონსოლებით (ფანჯრების მწარმოებლების რეკომენდაციის მიხედვით) (ფოტო 9)
4. ორთქლგაუმტარი ლენტის დაწეპება გარედან ღიობზე
მოხსენით თეთრი დამცავი ფირი და დააწებეთ ლენტი კედელზე, დაგრუნტულ და გამშრალ წირთხლზე (ფოტო 10). ფირის ფრთხილი გაჭიმვის შემდეგ მიაჭირეთ ბუტილის ზოლი რეზინის ლილვაკით, რათა შედეგად მიიღოთ მყარი დაკავშირება. ლენტი დაცული უნდა იყოს ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში მონტაჟის მომენტიდან, ხოლო ადრე დაყენებულ ფანჯარაზე დაწებების შემთხვევაში - დაუყონებლივ.
5. ხვრელის ამოვსება პოლიურეთანის ქაფით
ხვრელი ღიობისა და ჩარჩოს შორის უნდა ამოივსოს მთლიანად ისეთი ზამბარისებრი საიზოლაციო მასალით, რომელიც ტემპერატურის ცვლილების და გარემოს ტენიანობის შედეგად გამოწვეული ჩარჩოს მოძრაობას კომპენსირებს. პოლიურეთანის ქაფებს საუკეთესო შედეგები აქვთ. გამოყენების ადგილის და მინის პაკეტების სხვდასხვა კონსტრუქციიდან გამომდინარე, შესაძლებელია შემდეგი ქაფების გამოყენება: SoudafoamProfessional, Soudafoam Маxi, SoudafoamMaxi «არქტიკა», SoudafoamMaxiSahara, SoudafoamLowExpansion, Flexifoam. ქაფის გამოყენებამდე საჭიროა ზედაპირის დასველება. ეს აჩქარებს პოლიმერიზაციის პროცესს და აუმჯობესებს ქაფის უჯრედოვან სტრუქტურას. ხვრელი ამოავსეთ ქაფით ნაწილობრივ (ქაფი ფართოვდება გამაგრების დროს), ისე რომ ერთი ფენის სისქე არ იყოს 3 სმ-ზე მეტი (ფოტო 11). ქაფის გამაგრების შემდეგ ზედმეტი ადგილები უნდა მოიჭრას ბასრი ინსტრუმენტით (ფოტო 12), ისე რომ არ დააზიანოთ ლენტი.
6. ღიობზე შიგნიდან ორთქლგაუმტარი (წითელი) ლენტის დაწებება
ორთქლგაუმტარი ლენტი (წითელი) იცავს პოლიურეთანის ქაფის ფენას წყლის ორთქლისა და ნესტისაგან შენობის შიგნიდან. მოხსენით თეთრი დამცავი ფირი და დააწებეთ ლენტი დაგრუნტულ და მშრალ ღიობზე (ფოტო 13). რეზინის ლილვაკით დააპრესეთ ბუტილის ზოლი, რომ მოხდეს მყარი შეერთება კედელთან. ლენტი მჭიდროდ უნდა იყოს დაწეპებული ზედაპირის მთელ სიგანეზე. ლენტის და გამოწეული მექანიკური სამაგრების შეერთების ადგილების ჰერმეტიზაცია დამატებით უნდა შესრულდეს Vapoursea–ის წებოთი.