შენობის დათბუნება პენოპლასტით შეიძლება ადვილი და სწარფი იყოს Soudathermის წებოს გამოყენების შემთხვევაში.
1.ზედაპირის მომზადება
ზედაპირი (კედელი) უნდა იყოს გლუვი, მყარი და სუფთა. სამუშაოს დაწყებამდე გაწმინდეთ ზედაპირი. საჭიროების შემთხვევაში მოასწორეთ ზედაპირი შესაბამისი ხსნარით. სუსტი და მტვრიანი ფუძეები დააგრუნტეთ შესაბამისი ემულსიით. ფილების გაყვითლებული ზედაპირები გახეხეთ და გაწმინდეთ მტვრისაგან. ფანჯრები და კარები დაფარეთ ფირით (ფოტო 1).
2. ბალონის მომზადება
ბალონების ტემპერატურა უნდა იყოს > 5 °С (რეკომენდირებულია დაახლოებით 20 °C). საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ბალონის გაცხელება თბილი წყლით შევსებულ ჭურჭელში. ანჯღრიეთ ბალონი 30 წამის განმავლობაში. დაამაგრეთ ბალონი პისტოლეტზე, მოხსენით თავაკი რეგულირებადი ხრახნით. (ფოტო 2). წებო უნდა შეანჯღრიოთ ყოველი დასვენების შემდეგ. ყურადღება! არასდროს არ გააცხელოთ ბალონი ცეცხლზე. დაიცავით მზის სხივების ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონები.
3. წებოს დატანება
დაიჭირეთ პისტოლეტი პანელიდან 1–2 სმ მოშორებით. წებო დაიტანება უშუალოდ ზედაპირზე პისტოლეტის მეშვეობით 3 სმ დიამეტრის დაცვის ზოლებად– აუცილებლად ყველა ნაპირის ირგვლივ. ზოლებს შორის დაშორება 30 სმ უნდა იყოს.(ფოტო 3).
4. პანელების დაწეპება
პანელების პირველი რიგი ბაზირდება შესაბამისი სიგანის ცოკოლის თამასაზე ან საძირკვლის თბოიზოლაციის ფენაზე – მიწიდან არა ნაკელბ 30 სმ მოშორებით. (ფოტო 4.) დაიცადეთ 1 წუთი, მიადეთ პანელი კედელს და მიაწექით. ფილების მდგომარეობის კორექტირება შესაძლებელია ფილის კედელზე მიწეპებიდან 8 წუთის განმავლობაში. თამასა ხელს უწობს პანელის გასწორებას ჰორიზონტალურ სიპრტყეზე და დამატებით მექანიკურად იცავს თერმოიზოლაციის ქვედა ნაპირს. (ფოტო 5).
5. რიგების წყობა
შემდეგი რიგები დაამონტაჯეთ ისე რომ ვერტიკალური ნაკერები არ დაემთხვეს ერთმანეთს. ასეთი გადაადგილებები გააკეთეთ როგორც კედლის ზედაპირზე ასევე შენობის კუთხეებზეც. (ფოტო 6.). არ შეაერთოთ პანელები ზედაპირის ბზარის ადგილას, აგრეთვე კედლებზე სხვდასხვა მასალებს შორის გადაბმის ადგილებზე.
6. ხვრელების ამოვსება
საიზოლაციო ფილები მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. შესაძლო ხვრელები (2 მმ მეტი) უნდა ამოივსოს პენოპლასტისთვის განკუთვნილი წებოთი (ფოტო 7) ან პოლიურეთანი ქაფით.
ამოავსეთ ხვრელი ნაწილობრივ, იმიტომ რომ წებო და ქაფი ფართოვდება გამაგრების პროცესში.
7. ჭერების იზოლაცია
სახურავის პანელების დაწეპების დროს ფილებს რეკომენდირებულია შეუდგათ დასაყრდენი თამასა წინასწარი გამაგრების დროის პერიოდზე (რამოდენიმე წუთით), განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ელექტროსადენები და კონსტრუქციების გამოწეული ელემენტები ხელს უშლიან თერმოიზოლაციის მიმაგრებას. (ფოტო 8).
8. დუბელებით დამაგრება
უკვე 2 საათის შემდეგ მოაცილეთ წებოს და საჰერმეტიზაციო ქაფის ნარჩენები და დაიწყეთ ნახვრეტების დაბურღვა და პლასტმასის დუბელების მონტაჟი. გამოიყენეთ 4-5 დუბელი 1 მ2-ზე -აუცილებლად ფილების კუთხეებში, კედლების ნაპირებზე და 15 სმ-ზე მეტი სისქის პენოპლასტის გამოყენებისას (ფოტო 9). მიმაგრების სირღმე ძირში უნდა იყოს არანაკლები 6 სმ.
24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ გააგრძელოთ კედლის დამუშავება -ბადეების ჩასმა და ბათქაშით შელესვა.