პოლონეთში კომპანია Soudal-მა მიიღო პრემია „წლის სამშენებლო ოქროს ბრენდი “
კონცერნი Soudal-ი არსებობს 47 წელზე მეტია. ამ დროის მანძილზე კომპანიამ წარმატებით მოიპოვა ნდობა, როგორც სპეციალისტებთან, ასევე მასიურ მომხმარებელთან. „წლის სამშენებლო ოქროს ბრენდი “ (ZłotaBudowlanaMarkaRoku 2013) – პოლონეთის ყველაზე პრესტიჟული პრემიაა სამშენებლო დარგში. გამარჯვებულების არჩევა ხდება ASM-ბაზრის გამოკვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ.
ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კომპანია Soudal-ი მეშვიდედ აღიარებულია ლიდერად ორ კატეგორიაში: „სამონტაჟო ქაფი და „ჰერმეტიკი“. ხელოსნების 39,67 % -მა აღნიშნა Soudal-ის სამონტაჟო ქაფები როგორც საუკეთესო, ხოლო პროფესიონალების 30,83 %-მა აირჩია ამავე ბრენდის ჰერმეტიკები. გამოკითხვამ აჩვენა ასევე, რომ 2013 წელს სპეციალისტების მოთხოვნა Soudal-ის მარკაზე 10%-ით მეტი იყო, ვიდრე 2012 წ.
გარდა ამისა, კონცერნი Soudal-მა მიიღო ჩემპიონის ტიტული, რომლით დაჯილდოვება წელს პირველად დაიწყო.
კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ძირითადი ობიექტური აუდიტორიის (პროფესიონალების სამშენებლო სფეროში) შეფასება. Soudal-ი ცდილობს წინასწარ გამოიცნოს კლიენტების მოთხოვნები, ამიტომ ყოველთვის იმყოფება მოწინავე და ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებაში. ასეთი ინოვაციებია: აპლიკატორი GeniusGun-ის ქაფის ხელით წასმისათვის , პოლიუთერანის ქაფების ნოვატორული ფორმულა დაბალი ტემპერატურისათვის, აგრეთვე დაპატენტებული ფორმულა Flexi-ს მაღალხარისხიანი ქაფის მაღალი დონის ხმისა და თბოიზოლაციით.