ეს SOUDAL-ის უკვე მესამე შეძენაა 2014 წელს, რომელიც განვითარების ამბიციური გეგმების მაჩვენებელია. SOUDAL-მა სრულად შეიძინა ქიმიური საწარმო, შეზღუდული პასუხუსმგებლობის საზოგადოება BOCHEM-ი, რომელიც დღეს ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა პოლონეთის წებოს ბაზარზე. ამ მომენტისთვის BOCHEM-ში მუშაობს 84 თანამშრომელი.
საწარმო დაფუძნდა 1991 წელს, როგორც კერძო საზოგადოება. თავიდან BOCHEM-ი იყო ფეხსაცმლის წებოების (კაუჩუკების და პოლიურეთანის რეზინის ბაზაზე) პატარა ასორტიმენტის მწარმოებელი. გარკვეული დროის შემდეგ პროდუქციის ხაზი გაფართოვდა (ავეჯის, ავტომობილის და სამშენებლო წებოს წარმოება). მოგვიანებით ფეხსაცმლის, ავეჯის და სხვა მრეწველობისათვის ნაჭრების ლამინაციის მომსახურებაც დაინერგა. დინამიკურ განვითარებას მოჰყვა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პატარა საწარმო BOCHEM-ი, რომელიც უბრალო წებოებს აწარმოებდა, გახდა თანამედროვე წებოების და ლამინატების ერთ-ერთი მსხვილი ეროვნული მწარმოებელი მრეწმველობის სხვადსხვა დარგში. კომპანიამ წარმატებულად გაიმყარა ძლიერი პოზიცია პოლონეთის ბაზარზე, ხოლო ექსპორტმა ბრუნვის 40 % დაიკავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ორი ქარხანა მდებარეობს პიონკში, ვარშავასთან 100 კმ-ში.
BOCHEM-ი გააგრძელებს მუშაობას თავისი ამჟამინდელი სახელით SOUDAL ჯგუფის შვილობილი კომპანიის სახით და ძველი ხელმძღვანელობით. BOCHEM - საოჯახო ბიზნესია, მაგრამ მისი კულტურა იდეალურად კომბინირებს Soudal-ის ჯგუფის პრინციპებთან - კლიენტების დაკმაყოფილება და ზრდა ინოვაციების ფონზე.
SOUDAL-სთვის ახალი საწარმოს შეძენა ნიშნავს ტექნიკური კომპეტენციის შემდგომ ამაღლებას და წებოს წარმოების ტექნოლოგიებში დამატებით გამოცდილებას, ბაზრის პროდუქტების და სეგმენტების ფართო ასორტიმენტთან ერთად. BOCHEM-ი გახდება ზრდის მნიშვნელოვანი წყარო. SOUDAL-ი გეგმავს უახლოეს მომავალში მიაღწიოს ამ ზრდას. BOCHEM-ი SOUDAL-ის მესამე შეძენაა 2014 წელს:აპრილში SOUDAL-ის ჯგუფში ინტეგრირებული იყო პროდუქციის დისტრიბუტორი ავსტრალიაში - ფირმა Soudis, ხოლო ივნისში - ჯგუფი Accumetric-ი. ეს შემდეგი ნაბიჯია SOUDAL-ის ამბიციურ გეგმებში გახდეს მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშე ბიზნეს-საქმიანობის სხვადასხვა სახეობებში. SOUDAL-ის საერთო ბრუნვა 2014 წელს გაიზრდება 80 მილიონ €-ზე მეტად, რაც საერთო ჯამში შეადგენს კონსოლიდირებულ ბრუნვას დაახლოებით 570 მილიონ €. BOCHEM-თან ერთად, აგრეთვე Accumetric-ის ახლად შეძენილ ქარხნებთან, კენტუქკში, აშშ-ში და ჩენაიში (ინდოეთი), SOUDAL-ის ჯგუფი მოიცავს 16 საწარმოებრივ ერთეულს მთელ მსოფლიოში და მასში დასაქმებულია 2100-ზე მეტი ადამიანი. სოუდალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ვიკ სვერტსი: „BOCHEM-ის შეძენა - მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გვიხსნის ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროების გაფართოვების შესაძლებლობას. 44 ქვეყნებში არსებული SOUDAL-ის ფილიალები, ახალი საწარმოს გამოჩენა უდაოდ მოიტანს შემდგომ განვითარებას დ ზრდას“.
Soudal-ის შესახებ
Soudal-ი - ჰერმეტიკების, წებოების და პოლიურეთანის ქაფების დამოუკიდებელი უმსხვილესი მწარმოებელია ევროპაში. მისი ბრუნვა 2014 წელს შეადგენს 570 მილიონ ევროს. 2100 თანამშორმლები და 16 საწარმოო მოედანი ოთხ კონტინეტნზე, ბელგიის საოჯახო ბიზნესი Soudal-ი მის დამფუძნებელთან ვიკ სვერტსთან ერთად, გახდა სამშენებლო ქიმიის ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშე და ექსპერტი. მუდმივი ინვესტიციები R&D-ში, ინოვაციების გრძელვადიანი ხედვა და სწრაფი ადაპტაცია ბაზრის მოთხვონებთან, ხელი შეუწყეს საწარმოს შესანიშნავ მწარმოებლურობას.