
საწარმო დაფუძნდა 1991 წელს, როგორც კერძო საზოგადოება. თავიდან BOCHEM-ი იყო ფეხსაცმლის წებოების (კაუჩუკების და პოლიურეთანის რეზინის ბაზაზე) პატარა ასორტიმენტის მწარმოებელი. გარკვეული დროის შემდეგ პროდუქციის ხაზი გაფართოვდა (ავეჯის, ავტომობილის და სამშენებლო წებოს წარმოება). მოგვიანებით ფეხსაცმლის, ავეჯის და სხვა მრეწველობისათვის ნაჭრების ლამინაციის მომსახურებაც დაინერგა. დინამიკურ განვითარებას მოჰყვა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პატარა საწარმო BOCHEM-ი, რომელიც უბრალო წებოებს აწარმოებდა, გახდა თანამედროვე წებოების და ლამინატების ერთ-ერთი მსხვილი ეროვნული მწარმოებელი მრეწმველობის სხვადსხვა დარგში. კომპანიამ წარმატებულად გაიმყარა ძლიერი პოზიცია პოლონეთის ბაზარზე, ხოლო ექსპორტმა ბრუნვის 40 % დაიკავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ორი ქარხანა მდებარეობს პიონკში, ვარშავასთან 100 კმ-ში.
BOCHEM-ი გააგრძელებს მუშაობას თავისი ამჟამინდელი სახელით SOUDAL ჯგუფის შვილობილი კომპანიის სახით და ძველი ხელმძღვანელობით. BOCHEM - საოჯახო ბიზნესია, მაგრამ მისი კულტურა იდეალურად კომბინირებს Soudal-ის ჯგუფის პრინციპებთან - კლიენტების დაკმაყოფილება და ზრდა ინოვაციების ფონზე.


Soudal-ის შესახებ
Soudal-ი - ჰერმეტიკების, წებოების და პოლიურეთანის ქაფების დამოუკიდებელი უმსხვილესი მწარმოებელია ევროპაში. მისი ბრუნვა 2014 წელს შეადგენს 570 მილიონ ევროს. 2100 თანამშორმლები და 16 საწარმოო მოედანი ოთხ კონტინეტნზე, ბელგიის საოჯახო ბიზნესი Soudal-ი მის დამფუძნებელთან ვიკ სვერტსთან ერთად, გახდა სამშენებლო ქიმიის ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშე და ექსპერტი. მუდმივი ინვესტიციები R&D-ში, ინოვაციების გრძელვადიანი ხედვა და სწრაფი ადაპტაცია ბაზრის მოთხვონებთან, ხელი შეუწყეს საწარმოს შესანიშნავ მწარმოებლურობას.