
ACCUMETRIC-ი გააგრძელებს მუშაობას თავისი ამჟამინდელი სახელით როგორც Soudal-ის ფილიალი. მოქმედი ხელმძღვანელობა რჩება კომპანიის „საჭესთან“. ACCUMETRIC-ი - საოჯახო ბიზნესია, მაგრამ მისი კულტურა იდეალურად კომბინირებს Soudal-ის კულტურასთან. ორივე კომპანია ორიენტირებულია თანამშრომლებზე, კლიენტის დაკმაყოფილებაზე და ზრდაზე.

საბოლოოდ, Soudal-ის ბრუნვა გაიზრდება 7%-ზე მეტად, რაც მოიტანს გაყიდვების კონსოლიდირებული საერთო მოცულობის 800 მილიონ $-ზე მეტს (592 მილიონი ევრო) 2014 წელს. ეს შენაძენი ადასტურებს Soudal-ის მიზანს გახდეს ჰერმეტიკების და წებოების ბაზარზე გლობალური წამყვანი მოთამაშე. გარდა კენტუკში და ჩენაიში არსებული ACCUMETRIC-ის საწარმოო მოედნებისა, Soudal-ს აქვს 15-ზე მეტი ქარხანა მთელი მსოფლიოში და დაახლოებით 2 000 თანამშრომელი.
კენტუკის შტატის გუბერნატორი სტუვ ბეშირი: „ შტატი მზად არის მიესალმოს Soudal-ს თავის განვითარებად საერთაშორისო კორპორატიულ საზოგადოებაში. მე ვიცი, რომ კომპანიას შეეძლო ნებისმიერ ადგილას განთავსება. და ის ფაქტი, რომ მათ აირჩიეს ჩვენი შტატი არის ძლიერი არგუმენტი ბიზნესისა და სამუშაო ძალის ხარისხის განვითარებისათვის“.
ვიკ სვერტს, Soudal-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე: „ACCUMETRIC-ის შეძენა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი Soudal-ისათვის და გვაძლევს აშშ-ში ძლიერი პოზოციის გამყარების შესაძლებლობას. Soudal-ი უკვე მოუთმენლად ელოდება მნიშვნელოვან ზრდას ჩრდილოეთ ამერიკაში კენტუკის შტატში თავისი ახალი ბაზის დახმარებით.“
ACCUMETRIC-ის შესახებ:
ACCUMETRIC-ი აწარმოებს, ფუთავს და ყიდის ჰერმეტიკებს 2500-ზე მეტ კომპანიისათვის მთელ მსოფლიოში. 40 წლის გამოცდილების მქონე კომპანია ყოველ პროექტს ასრულებს კონკურენტებთან შეუდარებელი ექსპერტების დონეზე. ACCUMETRIC-ის თანამშრომლები, ტექნოლოგები და თანამედროვეობა, 20000 კვადრატული ფუტი (19.000 კვ.მ), საწარმოო სიმძლავრეები აძლევენ თავის კლიენტებს განსაკუთრებულ პარტნიორს, რომელიც ყოველთვის დააკმაყოფილებს მათ მუდმივად ცვალებად და უნიკალურ მოთხოვნებს. თითოეული შევსებული კარტრიჯიდან კლიენტისათვის მიწოდებულ თითოეულ ყუთამდე , ACCUMETRIC-ი აქცენტირებულია უმაღლეს ხარისხზე.